ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ წლის დასაწყისიდან ენგურზე 550 ადამიანი არ გაატარა

2015 წლის დასაწყისიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მესაზღვრეებმა მდინარე ენგურზე, რომელიც აფხაზეთს და დანარჩენ საქართველოს ყოფს, 550 პირი არ გაატარეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულ პირებს საბუთები არ ჰქონდათ წესრიგში.
„ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად იმ პირთა რაოდენობა იზრდება, რომლებიც სახელმწიფო საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით ცდილობენ გადასვლას. ყველა ეს პირი საზღვარზე არ გადაუშვეს“, – ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მდინარე ენგურზე, ძირითადად, ეთნიკური ქართველები გადაადგილდებიან გალის და ზუგდიგის რაიონებს შორის. მას შემდეგ, რაც აქ რუსი მესაზღვეები დადგნენ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთა მნიშვნელოვნად გართულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები