მინდია ჯანელიძე: წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოს გაიხსნება

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლომდე აღდგება, თუმცა მის სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.
როგორც ჯანელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ადგილის გარდა, გაწმენდითი სამუშაოები ყიფშიძისა და წყნეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზეც მიმდინარეობს, რომელსაც მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებენ.
“გუშინ შტაბის სხდომაზე გადაწყდა, რომ გამოყოფილი ყოფილიყო პასუხისმგებელი უწყებები თითოეულ ლოკაციაზე. ამჟამად ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდით და დასუფთავებით სამუშაოებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო, ასევე იქ იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ. სვანიძის ქუჩაზე, რომელიც მეორე მძიმე ლოკაცია იყო, სამუშაოები მიმდინარეობს ერთობლივად – მერიისა და თავდაცვის სამინისტროს ძალების მეშვეობით. მიმდინარეობს სამუშაოები ასევე, ყიფშიძისა და წყნეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც სამუშაოებს აწარმოებენ მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება მუშაობა წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთზე. დღის ბოლოსთვის ეს გზა აღდგება, თუმცა მის სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები