ჯაბა სამუშია ბიზნესმენებს, გაჭირვებისა და სირთულეების დროს, სახელმწიფოს დახმარებისთვის მადლობას უხდის

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბის მეშვეობით ბიზნესჯგუფებს, რომელთაც დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე თანხები გადარიცხეს, მადლობას უხდის.
სამუშიას თქმით, ანგარიშის გამოცხადებიდან ერთ დღეში ბიზნესმენების მიერ უკვე 2 მილიონ ლარამდე შეგროვდა. საკრებულოს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულო სპეციალურ მუხლს ჩადებს, ყველა თეთრი, რომელიც ანგარიშიდან გაიხარჯება, საჯარო იქნება.
„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ის ბიზნესჯგუფს, რომელიც ამ დიდი გაჭირვებისა და სირთულეების დროს სახელმწიფოს გვერდით დაუდგა. გუშინ გამოცხადდა ოფიციალური ანგარიში და ზუსტად ერთი დღის ბოლოსთვის უკვე საკმაოდ დიდი თანხის აკუმულირება მოხდა. ეს ის თანხაა, რომელიც საჯარო უნდა იყოს და საზოგადოებამ თითოეული თეთრის მიზნობრიობა უნდა იცოდეს. ამისთვის თბილისის ბიუჯეტში სტიქიით დაზარალებულთა შესახებ საგანგებო მუხლი იქმნება, და ეს თანხები იქ მოახდენს აკუმულირებას. არიან ადამიანები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, რომ დაზარალებულებს სახლითაც დაეხმარონ. ერთ დღეში – მხოლოდ გუშინ 2 მილიონამდე ლარი მოგროვდა. ეს თანხები საჯარო იქნება და მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულებს მოხმარდებათ“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები