მინდია ჯანელიძე: მტაცებელი ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მტაცებელი ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ჯანელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ცხოველი დაბრუნებულია ვოლიერებში.
“რაც შეეხება მდგომარეობას ცხოველებთან დაკავშირებით, გუშინ გავრცელდა ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაცია, რომელიც დღეს გადამოწმდა და დადასტურდა, რომ ყველა ცხოველი, რომელიც დაიკარგა ზოოპარკის ტერიტორიიდან, ან დაბრუნებულია ზოოპარკის ვოლიერებში, ან არის ნაპოვნი წყალში დამხრჩვალი, ან არის ლიკვირიდებული. ასე, რომ მოსახლეობის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის მტაცებელი ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ჯანელიძემ.