„ვაკე – საბურთალოს ახალი გზა უნდა დარჩეს, თუმცა ამ მონაკვეთის ფუნდამენტური შეცვლაა საჭირო“

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ვაკე – საბურთალოს ახალი გზის აღდგენა და რეაბილიტაცია აუცილებელია, თუმცა არა იმ პარამეტრებით, რომელიც მისი მშენებლობისას იყო ჩადებული, – ამის შესახებ სამუშიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. სამუშიას თქმით, გზის დატოვება აუცილებელი, თუმცა მისი შეცვლაა საჭირო.
რა ფორმით მოხდება ამ გზის შეცვლა, ხელისუფლება ამაზე ამაზე ურბანისტებთან, ექსპერტებთან, გეოლოგებთან ერთად იმსჯელებს.
„გმირთა მოედნის ვაკე-საბურთალოს ღერძთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა – რეაბილიტაცია არის აუცილებელი, თუმცა არა იმ პარამეტრებით, რომელიც წინა მშენებლობის დროს იყო ჩადებული. პარამეტრებმა ვერ გაამართლა. გარდაცვლილთა რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ ძირითადი ტრაგედია განვითარდა მხოლოდ ახალი გზის მონაკვეთზე, ვინაიდან სვანიძის ქუჩაზე გარდაცვლილი არის 4 ადამიანი, დანარჩენები არიან ის ადამიანები, რომლებიც ახალ გზაზე შეესწრნენ ამ ტრაგედიას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გზის ამ მონაკვეთთან მიმართებაში ბევრი შეკითხვები არსებობს. ამის ასე დატოვება გამორიცხულია. საჭიროა ამ მონაკვეთის ფუნდამენტური შეცვლა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გზა მთლიანად უნდა დარჩეს და გმირთა მოედანი ვაკე- საბურთალოს გადასასვლელს დაუკავშირდეს, თუმცა რა ფორმით მოხდება ამ გზის შეცვლა, ამაზე ურბანისტებთან, ექსპერტებთან, გეოლოგებთან ერთად ვიმსჯელებთ. ვნახავთ იმ პროექტებსაც, რომელიც თავის დროზე მშენებლობის დაწყებისას იქნა შემოტანილი და გზის ხიმინჯებით მშენებლობას გულისხმობდა“,- განაცხადა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები