მინდია ჯანელიძემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ბოლო მონაცემების შესახებ ბრიფინგი გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 15 მოქალაქე,დაკარგულად კი შვიდი მოქალაქე ითვლება.
„ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, სტიქიის შედეგად დაღუპულია ჩვენი 15 მოქალაქე. ყველა მათგანი ინდენტიფიცირებულია, დაკარგულად ითვლება 7 მოქალაქე, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დაშავებულები გადაყვანილები არიან თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებ. გასულ დღეებში უფრო ინტენსიური იყო სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა, დღეს ეს რიცხვი გაცილებით ცოტაა“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები