შს მინისტრი მდინარე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მდინარე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა. მინისტრმა შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ასევე კონკრეტული მითითებები გასცა, რომლის მიხედვით ხვალიდან სამინისტროს წარმომადგენლები სამუშაოებს გააგრძელებენ. შს მინისტრის განცხადებით, ხვალიდან სამძებრო და აღდგენითი სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდება. „ზოოპარკის ტერიტორიაზე შემოვლენ თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები ტექნიკასთან ერთად, „მზიურშიც“ დაემატება ტექნიკა და დაიწყება მასშტაბური სამუშაოები. ასევე ხვალიდან გაიხსნება გზა რამდენიმე მიმართულებით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრმა „მზიურის“ ტერიტორია დაათვალიერა და გაწმენდითი სამუშაოების გეგმა დასახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები