“ოცნების” და “ნაციონალების” ლიდერთა ფოტოებმა სოციალური ქსელი აალაპარაკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა ფოტომ სოციალურ ქსელში ინტერესი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ფოტოზე პარტიის ლიდერები: ნუგზარ წიკლაური, თენგიზ გუნავა, კობა ხაბაზი და პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი პატარაია არიან. მათ ხელში ნიჩბები უჭირავთ.
ფეისბუქის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ფოტოზე ასახულ მათ გაღიმებულ სახეებსა და სუფთად აკაპიწებულ სამოსზე და იმ ფოტოს ადარებენ, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის და თბილისის მერის, დავით ნარმანიას სამაშველო ღონისძიებებში ჩართულობაა ასახული.
როგორც ფეისბუქის მომხმარებლები წერენ, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და დავით ნარმანია ნამდვილად მუშაობენ და ამით გულწრფელად გამოხატავენ თანადგომას, განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები