იუსტიციის სახლი ივლიტა ჯიბუტის სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობს

იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი სტიქიის შედეგად დაკარგული ივლიტა ჯიბუტის სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობს.

იუსტიციის სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სახლი, დაკარგული ივლიტა ჯიბუტის დას, კოლეგას, თბილისის იუსტიციის სახლის სწრაფი სივრცის ოპერატორ მარიამ ჯიბუტს სოლიდარობას ასეთი ფორმით უცხადებს.

ივლიტა ჯიბუტი 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები