პრემიერი: არც ერთი მტაცებელი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება

“არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება”, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შტაბის მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
“ზოოპარკში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია რამდენიმე დამხრჩვალი ლომი, მგელი და დათვი. ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია და ფოტოები, თბილისის ქუჩებში მტაცებელი ცხოველების გამოჩენასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება, ასევე ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ცნობით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება და მოსახლეობას, ამ მხრივ, პანიკის საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები