სვანიძის ქუჩიდან მოსახლეობას სახლებიდან საყოფაცხოვრებო ნივთები გააქვს – ფოტოკოლაჟი
სტიქიის შედეგად დაზარალებულ სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ წუთებში მოსახლეობას საკუთარი სახლებიდან საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი გამოაქვს და დროებით საცხოვრებლებში სატვირთოებით გადააქვთ.
ადგილზე იმყოფება ადგილობრივი ხელისუფლება, რომლებიც მოხალისეებთან და ოფროუდერებთან ერთად მოსახლეობას ეხმარება.