წყნეთის ქუჩის მაცხოვრებლები საკუთარ სახლებს თვითნებურად დაუბრუნდნენ (ფოტოკოლაჟი)

სტიქიის შედეგად დაზარალებული წყნეთის ქუჩის მაცხოვრებელთა ნაწილი, რომლებიც წუხელ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურებმა სხვადასხვა სასტუმროში გაანაწილეს, დღეს საღამოს თვითნებურად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მათივე უსაფრთხოების მიზნით, ცდილობენ მეცამეტე კორპუსის მოსახლეობის გადარწმუნებას და მათ ადგილის დატოვებას ურჩევენ.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლების მცირე ნაწილს არც წუხელ დაუტოვებია საკუთარი სახლები, მცირე ნაწილი კი, ვინც დატოვა, დღეს საღამოს დაბრუნდა უკან.
ამასთან სტიქიის ზონაში, ამ წუთებში სარეააბილიტაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოსამზადებელი ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის დღესა და ღამეს არ აქვს მნიშვნელობა და როგორც კი წყლის დონე ოდნავ დაიწევს, საყრდენი კედლის აშენებას დაიწყებენ. “ველოდებით წყლის დონის დაწევას და სპეციალურად დამუშავებულ ლოდებს, რათა სამუშაოები დავიწყოთ”, – აცხადებენ მერიის თანამშრომლები.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლების პერიმეტრს აკონტროლებენ.
ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიცია და როგორც “კვირას” კორესპონდენტს განუმარტეს, ადგილზე მათი ტექნიკაა მობილიზებული და სწორედ ამ ტექნიკას იცავენ.

11291922_1136787749670547_1817340324_n

11292825_1136787589670563_1044523250_n

11301436_1136787279670594_899993349_n

11324070_1136787309670591_850431380_n

11350041_1136787686337220_493943876_n

11350275_1136787829670539_619614951_n

11418335_1136787283003927_1925262414_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები