კახა კალაძე: ძალიან მძიმე სიტუაციაა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე დედაქალაქის ცენტრში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია “რუსთავი -2” -თან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ ადგილას ძალიან ცუდი სიტუაციაა და მობილიზებულია ყველა სამსახური.

“ძალიან მძიმე სიტუაციაა როგორც ხედავთ მობილიზებულია ყველა სამსახური სამაშველო სამსახურები მსხვერპლს რაც შეეხება, ამ წუთში დამადასტურებელი ინფორმაცია იმისა, რომ არიან დაღუპულები ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მსხვერპლს, ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები