ირაკლი ღარიბაშვილი: ხედავთ, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთის, რომ ეს სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად დროულად და ეფექტიანად აღმოიფხვრას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემთხვევის ადგილას ყოფნის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

“შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ყველა არის ჩართული. მობილიზებულია სრულიად ყველა სამინისტრო, სამაშველო სამსახური. ხედავთ, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული. გეტყვით, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთის, რომ ეს სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად დროულად და ეფექტიანად აღმოიფხვრას. რამდენიმე ათეული ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ჩვენმა მაშველებმა, პატრულმა, ძალიან კარგად იმუშავეს და მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ სიტუაცია კონტროლდება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები