“სპეციალისტები ცხოველების მისამართით არა ლიკვიდაციის, არამედ დაძინების მიზნით ისვრიან”

თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა. როგორც ადგილობრვი მოსახლეობა აცხადებს, სპეციალისტებმა ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების მიმართულებით ისროლეს, თუმცა არა ლიკვიდაციის, არამედ მათი დაძინების მიზნით, რის შემდეგაც მოხდება ცხოველების ვოლიერებში დაბრუნება.

სტიქიამ თბილისის ზოოპარკი მთლიანად დატბორა. როგორც “კვირას” დედაქალაქის ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ განუცხადა, ადგილზე ამ წუთებში მაშველები ცდილობენ შეღწევას. “ზოოპარკის ტერიტორია წყლით არის დაფარული, ასევე წყალმა ზოოპარკის ადმინისტრაციის შენობამდეც მიაღწია. ამ წუთებში ადგილზე არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები თუმცა იქაურობა დატბორილია და შიგნით შესვლას ვერ ახერხებენ. ცხოველები ალბათ დაიღუპნენ. ფაქტია, რომ ზოოპარკის ტერიტორია წყლით არის დაფარული”, – განუცხადა “კვირას” მზია შარაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები