ზაზა სოფრომაძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში 6 პაციენტია მოთავსებული
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 6 პაციენტია მოთავსებული, -ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც 6 პაციენტია მოთავსებული. საბედნიეროდ მდგომარეობა მსუბუქია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, მოგვდის ინფორმაცია სხვადასხვა კლინიკებიდან საბედნიეროდ ფეტალურ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს. ყოველშემთხვევაში კლინიკებიდან ასეთი ინფორმაციები მოგვდის და პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა უტარდებათ”, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.