დავით ნარმანია: სამაშველო სამსახურმა ამ წუთას გამოიყვანა ორი მოქალაქე და ერთი ბავშვი
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით არავინ დაღუპულა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის სამკურნალო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.
სტიქიასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. “ამ წუთას სამაშველო სამსახური იყო შესული ამ ტერიტორიაზე ვერეს ხეობაში, სადაც მოვარდა ძალიან დიდი წყალი, შესაბამისად მოსახლეობა იყო პანიკურ მდგომარეობაში. რამდენიმე ადამიანი იყო ჩარჩენილი, სამაშველო სამსახურმა ამ წუთას გამოიყვანა ორი მოქალაქე და ერთი პატარა ბავშვი. ისინი თავს კარგად გრძნობენ. ასევე, არის ინფორმაცია რომ სავაჭრო მაღაზიაში არის რამდნეიმე ადამიანი და მათ შორის ბავშვები სამაშველო სამსახური გაემართა დამატებით, რადგან ამ ადამიანებსაც გაუწიონ დახმარება”, – განაცხადა ნარმანიამ “კურიერში” ჩართვისას.