ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თბილისში საგანგებო შტაბი შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თბილისში, ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
საგანგებო შტაბის კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაევალა. შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერის და დედაქალაქის რაიონების გამგეობების წარმომადგენლები, რათა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხერხდეს.
საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ინფორმაცია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები