ოდესაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა 500 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო
უკრაინის ეროვნული უშიშროების სამსახურის თანაშრომლებმა ოდესის ოლქში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგად 500 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. მისი სავარაუდო ფასი 1 მილირდ 400 მილიონ გრივნას, ანუ დაახლოებით 70 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. უკრაინელი სამართალდამცველების განცხადებით, დანაშაულებრივ დაჯგფებაში უკრაინელების გარდა ევროპის სახელმწიფოთა მოქალეები შედიოდნენ. ნახევარი ტონა ჰეროინი უკრაინაში საბაჟო-განშვები პუნქტ „ილიეჩევსკიდან“ ჩავიდა ბორანზე Cheng A. ის სატვირთო ავტომანქანაში იყო დამალული. უკრაინის უშიშროების სამსახურის ვარაუდით, ნარკომოვაჭრეებს ჰეროინის პარტია პოლონეთში უნდა გადაეტანათ.