ავაკოვმა და ზღულაძემ ახალი საპატრულო სამსახური წარადგინეს (ფოტოკოლაჟი)

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა და მისმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ კიევის ახალი საპატრულო სამსახური ოფიციალურად წარადგინეს. ახალ სამსახურში 2 000 ადამიანია, ანუ 500- კაციანი 4 ბატალიონი. საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს ახალი ფორმა ეცვათ, რომელიც, უკრაინელი ჟურნალისტების აზრით, ძალზე ჰგავს ამერიკულს. როგორც ეკა ზღულაძემ განაცხადა, მათი მეთაურები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ტესტირება გაიარეს და ასევე კოლეგების ნდობა დაიმსახურეს. საპატრულო პოლიციის ახალ ხელმძღვანელად გენერალი ალექსანდრე ფაცევიჩი დაინიშნა.

ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გასული წლის ბოლოს გახდა. მან თავის პრიორიტეტად უკრაინის პოლიციის რეფორმირება დაასახელა.

11638029_10204119200331884_1903808895_n

11120585_10204119200411886_1159483305_n

11287290_10204119200491888_755597500_n

11292857_10204119200531889_675574992_n

11297727_10204119200731894_685138358_n

11349824_10204119200691893_1787757918_n

11349830_10204119200251882_536625508_n

11414363_10204119200371885_2011740192_n

11418499_10204119200451887_1939497405_n

11427870_10204119200651892_1497521030_n

11536984_10204119200611891_1155134296_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები