აშშ-ს დაზვერვა ეჭვობს, რომ ჩინეთმა მისი კომპიუტერების ქსელებში შეაღწია
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ეჭვობს, რომ ჩინელმა ჰაკერებმა მისი დაზვერვისა და შეიარაღებული ძალების სისტემები გატეხეს. თავის მხრივ, “ბი-ბი-სის“ ცნობით, ჩინეთის ხელისუფლება ამ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს. აშშ-ს ხელისუფლება შიშობს, რომ ახლა ბოროტმოქმედების ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია, რომლითაც ისინი აშშ-ს სპეცსამსახურებისა და მათი ოჯახის წევრების დაშანტაჟებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, 5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ფედერალური უწყებები ჰაკერთა მასობრივი შეტევის მსხვერპლი გახდა, რომლებმაც რამდენიმე მილიონი თანამშრომლის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.