რიკოთის გვირაბში 15 ივნისიდან მოძრაობა იკრძალება
რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით 15 ივნისის ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზით.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 15 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ–დან დილის 07:00 სთ–მდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე–ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, -აცხადებენ გზების დეპარტამენტში.