აფხაზური მედია – 2017 წელს ენგურჰესი გაჩერდება (ვიდეო)

ენგურჰესი 2017 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უნდა გაჩერდეს. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა ასლან ბასარიან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბასარიას თქმით, სადერივაციო გვირაბის რემონტის აუცილებლობის საკითხები მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შევხედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მოადგილე ილია ელოშვილი. ბასარიამ აღნიშნა, რომ სადერივაციო გვირაბზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება ელექტროსადგურის უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის არის აუცილებელი. მისი თქმით, ენგურჰესის გათიშვის პერიოდში აფხაზეთის მოსახლებას დენის მიწოდების პრობლემები არ შეექმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები