აფხაზ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ

ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპონატში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. შეჯიბრს დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია ატარებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრესმდივანმა მადინა ბგანტამ შეატყობინა.
„უარის შესახებ ჩვენ ოფიციალურად უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეგვატყობინა. მათ ეს გადაწყვეტილება საქართველოს საელჩოს და ფეხბურთის ფედერაციის პროტესტის გამო მიიღეს“, – განაცხადა ბგანბამ. აფხაზეთის გარდა, ამ შეჯიბრში მონაწილეობაზე უარი ეთქვა ე.წ. სამხრეთ ოსეთს და ჩრდილოეთ კვიპროსს. ConIFA-ს მიერ ორგანიზებული ევროპის მსოფლიო ჩემპინატი ფეხბურთში 17-დან 21 ივნისამდე უნრგეთის ქალაქ დებრენეცში ჩატარდება. ეს კონფედერაცია აერთიანებს ქვეყნებს და ავტონომიებს, რომლებიც FIFA-ს შემადგენლობაში არ შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები