ხაჯიმბა – სოხუმში ბევრი ცარიელი სახლია, რომლებიც ბინების რიგში მდგომ ადამიანებს უნდა გადაეცეთ

„სოხუმში ბევრი ცარიელი ბინაა, რომლებიც იმ ადამიანებს უნდა გადაეცეთ, ვინც ამას იმსახურებს. ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს სოხუმში და სხვა რაიონებში თავისუფალი ბინების სია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინები იმ ადამიანებს გადაეცეთ, ვინც მათ იმსახურებს. ესენი არიან ინვალიდები, ახალგაზრდა ოჯახები, და ყველა ის ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში რიგში დგას“, – აცხადებს ხაჯიმბა.
ეს განცხადება მან 1992-1993 წლების კონფლიქტის ინვალიდებთან შეხვედრაზე განაცხადა. თავისუფალი ბინების სია ხაჯიმბას პროკურატურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მისი თქმით, მხოლოდ სოხუმში მას 100-ზე მეტი ბინის სია გადასცეს, თუმცა ხაჯიმბას ეჭვი აქვს, რომ ასეთი ბინები გაცილებით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები