ჩრდილოეთ ოსეთში სასმელი წყლით 450 ადამიანი მოიწამლა
ჩრდილოეთ ოსეთში სასმელი წყლით 450 ადამიანი, მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა. ავტონომიური რესპუბლიკის ალაგირის რაიონში 9 ივნისს 211 ადამიანია ჰოსპიტალიზებული. რუსეთის საგამოძიებიო კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
როგორც ირკვევა, წყალსადენში ყვითელი ფერის წყალი მოდიოდა, რომელსაც რაიონის მოსახლეობა მოიხმარდა. ეს წყალი უკვე გაგზავნილია ეპიდემიოლოგიურ, ვირუსულ და ქიმიურ ექსპერტიზაზე. ასევე გამომძიებლებმა რაიონულ ადმინისტრაციაში სასმელი წყლის შემოწმების დოკუმენტური მასალა ამოიღეს.