დავით საგანელიძე “PAM”-ის პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე „PABSEC”-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (“PAM”-ის) პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარესთან, კლაუდ ბარტოლონეთან და სენატის თავმჯდომარესთან, ჟან-პიერ ბელთან გამართა შეხვედა. შეხვედრისას პარლამენტარებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამომავლო ურთიერთობები განიხილეს. პლენარული სესიის მსვლელობისას დავით საგანელიძე ასევე „PAM“-ის პრეზიდენტს სენატორ ფრანჩესკო ამორუსოსს შეხვდა. მხარეებმა „PABSEC” – სა და ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. გენერალური ასამბლეა საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიხსნა და მასში 26 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია და 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. ხვალ დავით საგანელიძე “PAM”-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების წინაშე “PABSEC”-ის სახელით მოხსენებით წარდგება.