ზურაბ ადეიშვილი: ჟვანიას საქმეზე ამჟამინდელი გამოძიება ახალს ვერაფერს იტყვის
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა გადაცემაში „არჩევანში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ჟვანიას საქმეზე ამჟამინდელი გამოძიება ახალს ვერაფერს იტყვის.
როგორც ყოფილი მინისტრი აცხადებს, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით საქმის მასალებში ზუსტად დევს ის, რაც რეალურად მოხდა. იუსტიციის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, მოლოდინი, რომ ახალი გამოძიება რაიმე რადიკალურად განსხავებულს წარუდგენს საზოგადოებას, არ გამართლდება.
„რაც შეეხება ამ საქმეს, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ზუსტად არის აღწერილი რაც მოხდა, ძალიან სწორად. ახალი გამოძიება რადიკალურად განსხვავებულ სურათს ვერ დადებს. გარდა ამისა, კიდევ იყო გარკვეული ინფორმაციები, რომლებსაც საქმისადმი გადამწყვეტი მნიშვნელობები არ ჰქონდა, ეს არის დელიკატური პერსონალური ინფორმაციები, რომელიც არ იქნა ასახული გამოძიების გარკვეულ მასალებში, თუმცა ამ საკითხებთან დაკავშირებით ოჯახის წევრები ნამდვილად საქმის კურსში იყვნენ და ამიტომ ის რაც მოხდა იქ, ნამდვილად საქმეში არის ასახული“, – აღნიშნა ზურაბ ადეიშვილმა.