ზურაბ ადეიშვილი: გირგვლიანის საქმის შემდეგ ამომრჩევლებს ჩვენს მიმართ კითხვები გაუჩნდათ
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებითაც საუბრობს.
ექსმინისტრი აღიარებს, რომ აღნიშნულ, ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით, მაშინდელმა ძალოვანმა უწყებამ გამოძიება სათანადოდ ვერ აწარმოა.
“ეს იყო ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც მაშინ გაჩნდა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ამ ფაქტზე არანაკლებ მძიმე იყო ის რეაგირება და ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ შემდეგ გადავდგით… დაგვიანდა რეაგირება, ვერ მოვახერხეთ უფრო გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება, შესაბამისად, ვერ მოვახერხეთ საზოგადოება დაგვერწმუნებინა, რომ ის ხალხი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, დაისაჯა და ბუნებრივია, შედეგად მივიღეთ ის, რომ ამომრჩევლებში მაშინ და შემდეგაც გაჩნდა კითხვის ნიშნები, ჩვენს ნდობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.