საქართველოში ამინდი გაუარესდება
საქართველოში კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
რაც შეეხება ამინდის მოსალოდნელ ტემპერატურას, გვაზავას ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუს სითბოს, ხოლო დასავლეთში 27 გრადუსს მიაღწევს.
“საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები კვირის ბოლომდე ნარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც, ელჭექის დროს მოსალოდნელია ქარის შკვალური გაძლიერება, ჰაერის მაქსიმაური ტემპერატურა 30 გრადუს სითბოს, ხოლო დასავლეთში 27 გრადუსს მიაღწევს“, – განუცხადა „კვირას“ დოდო გვაზავამ.