თამაზ მეჭიაური: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამდენი ბანკის გაკოტრების მონაწილეა

ეროვნული ბანკი დღეს არის პოლიტიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
„დღეს ეროვნული ბანკი არის ცალსახად პოლიტიზებული. გადახედეთ ამ ყველაფერს, ოთხი- ხუთი ბანკი პირდაპირ გვდებს ბრალს გაკოტრებაში და ბანკების წართმევაში. ფაქტი, რომ თვითონ მონაწილეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამდენი ბანკის გაკოტრებაში, იძლევა თუ არა მის მიმართ გარკვეული უნდობლობის ქონის უფლებას? აბაშიშვილმა, ჯობია, რეზიდენციიდან დამოძღვროს, მოვიდეს და დაგველაპარაკოს, თუ რამე აინტერესებს და ცოტა „ქამრების შემოჭერაზე“ რომ ლაპარაკობენ და რომ ბაძავენ ზოგიერთ პრეზიდენტს, ვითომ გაჭირვებული ცხოვრების წესით ცხოვრებაში, ცოტა კეთილი ინებონ და ორი რეზიდენცია რომ არის აშენებული, მათაც „შემოიჭირონ ქამრები“ და გადავიდნენ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები