ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ათათურქის აეროპორტიდან ტრანზიტულ ფრენებს აფართოებს

ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ თბილისიდან საერთაშორისო ფრენებს იწყებს და ათათურქის აეროპორტიდან ტრანზიტულ ფრენებს საერთაშორისო 5 ახალი მიმართულებით განახორციელებს: პარიზი, ამსტერდამი, დიუსელდორფი, კიოლნი და ბიშკეკი იწყებს.

ფლოტისა და გლობალური ცნობადობის გაზრდის მიზნით, ავიაკომპანია „ატლასჯეტმა” კორპორატიული იდენტობის შეცვლა გადაწყვიტა და საერთაშორისო ავიაბაზარზე „ატლასგლობალის” ბრენდის სახელით განაგრძობს ოპერირებას.

ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ რებრენდინგის შედეგად, შემუშავდა ახალი კორპორატიული იდენტობა სლოგანით: “სამყარო ოცნებებს მიღმა”.

ავიაკომპანიის რებრენდიგნი 2015 წლის 1 მაისს დასრულდა. კორპორატიული იდენტობის გარდა, ავიაკომპანიამ ბიზნესმოდელიც შეიცვალა. „ატლასგლობალი“ ფრენების განხორციელებას ევროპის მიმართულებით აფართოებს. ტრანზიტული რეისები ათათურქის აეროპორტიდან ხორციელდება და ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართულებებით ფრენისას, ტრანზიტული დრო მაქსიმალურად კომფორტულია.

პარიზის მიამრთულებით ფრენები 10 ივლისიდან, სტამბოლიდან 13:25 საათზე, პარიზიდან კი 17:10 საათზე დაიწყება. პარიზის რეისზე საწყისი ფასი თბილისიდან სტამბოლის გავლით, 120 ევრო იქნება.

ამსტერდამის მიამრთულებით კი კომპანია ყოველდღიურ ფერნებს 18 ივნისიდან, სტამბოლიდან 10:00 საათზე, პარიზიდან კი 13:30 საათზე განახორციელებს. ბილეთის ფასი თბილისიდან სტამბულის გავლით, 134 ევროა. 11 ივნისიდან დიუსელდორფის მიამრთულებით ყოველდღიური ფრენა, სტამბოლიდან 09:30საათზე, პარიზიდან კი 12:50 საათზე შესრულდება. დუსელდორფის რეისზე ბილეთის ფასი თბილისიდან სტამბოლის გავლით, 134 ევროა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები