ვახტანგ კაპანაძე გარდაცვლილ კაპრალს იხსენებს – მისი ოპტიმიზმი იყო საოცარი

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მისი ცხოვრება ყველასთვის ნამდვილად გმირობის კარგი გაკვეთილი იყო. კაპანაძემ მისი საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და დასძინა, რომ იგი საოცარი ოპტიმიზმით გამოირჩეოდა.

“ის ებრძოდა თავის დროზე მტრებს, მერე – რეალობას, რომელშიც იმყოფებოდა. მე ის ვნახე ჯერ კიდევ გერმანიაში, როდესაც მკურნალობდა. ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ მისი ოპტიმიზმი იყო საოცარი. ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს, რომლებიც მის გვერდით იდგნენ სიცოცხლის ბოლო წუთამდე. კაპრალი რამაზ დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ დაიღუპა. ის სამი წლის წინ ავღანეთში პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები