“რედისონში” „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის“ 2015 – 2020 წლების სამუშაო პროგრამა განიხილეს

სასტუმო „რედისონ ბლუ ივერიაში“ “გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის“ 2015 – 2020 წლების სამუშაო პროგრამა განიხილეს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის“ (ENVSEC Initiative) სამხრეთ კავკასიის რეგიონული შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სიტყვით მიმართა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ასევე, წყლის რესურსებისა და სახიფათო ნარჩენების მართვის, კატასტროფების რისკის შემცირების, კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი მმართველობის, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას გაეროს ელჩთან საქართველოში ნილს სკოტთან ერთად ეუთოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივას” (ENVSEC Initiative) საფუძველი 2003 წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივით ჩაეყარა. შემდგომში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) გახდა ინიციატივის ასოცირებული პარტნიორი, ხოლო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) და რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისათვის (REC) ინიციატივის სრული პარტნიორები გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები