ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელი სტუმრები მიიღეს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები იმყოფებიან.

ბრიტანელი სტუმრები, დელეგაციის ხელმძღვანელის, გაერთიანებული ძალების განვითარებისა და თავდაცვის აკადემიის გენერალური დირექტორის, ვიცე-ადმირალ დუნკან პოტსის ხელმძღვანელობით, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ მიიღეს.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში განათლების კუთხით ურთიერთობის გაღრმავებას.
ბრიტანულმა მხარემ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები იყო.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის დელეგაცია საქართველოში მეორედ იმყოფება. სამეთაურო-საშტაბო კურსის ჯგუფის ვიზიტი კურსის საერთაშორისო უსაფრთხოების მოდულის ფარგლებში საქართველოში მეორედ განხორციელდა.
საქართველოში ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის წევრები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები