მახარაძის დედა: აქამდეც უნდა წარედგინათ მისთვის ბრალი
საქართველოს პროკურატურის მიერ გიორგი ოქროპირიძისთვის ახალი ბრალის წაყენებას ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე გამოეხმაურა.
მახარაძის დედა ოქროპირიძისთვის ბრალის წაყენებას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. მისივე თქმით, ოქროპირიძისთვის ცილისწამების გარდა სხვა საქმეებზეც უნდა წარედგინათ ბრალი.
„მკვლელის ციხიდან გამოსვლა არ შეიძლება. ცილისწამებასთან ერთად მას სასამართლო პროცესზეც ჰქონდა ისეთი საქციელები, რომლის გამოც ფხიზლად რომ ყოფილიყვნენ, აქამდეც უნდა წარედგინათ მისთვის ბრალი, მაგალითად, ჟესტიკულაცია, რომლითაც იმუქრებოდა და გვაჩვენებდა, ვის გაუხვრეტდა შუბლს და სხვა ბევრი ასეთი საქციელი აქვს ჩადენილი,“ – განაცხადა ნინო დიდებულიძემ.