გიორგი ალიბეგაშვილი: დიდუბის პანთეონი ოფიციალურად დაიხურება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, დიდუბის პანთეონი ოფიციალურად დაიხურება. მისივე თქმით, დიდუბის პანთეონში არ არის საშუალება მიცვალებულის დასაკრძალად. როგორც ალიგებაშვილმა აღნიშნა, უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ახალი პანთეონისთვის ადგილი მოიძებნოს.
“შერჩეული იყო რამდენიმე ადგილი. ეს გახლდათ ე.წ. რუსთაველის მონუმენტი, რომელიც ლოტკინის ასახვევშია. ასევე ზურაბ წერეთლის მიერ აგებული “მეფეთა მონუმენტი”, რომელიც თბილისის ზღვაზეა, მაგრამ ბოლოს კომისიამ გადაწყვეტილება შეაჩერა ახლად მშენებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის შემოგარენზე. ამაზე მიდის ახლა საუბარი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევაც არის ამ თემასთან დაკავშირებით. ჩართულნი არიან სპეციალისტები, სასულიერო პირები, მოქალაქეები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პანთეონს, როგორც ისტორიულ ადგილს და არა მხოლოდ დასაკრძალ ადგილს თავის იერსახეს მიანიჭებს და ჩვენს დედაქალაქს ექნება შესაფერისი პანთეონი”, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები