„მერია ბოლო პერიოდში ბევრად უკეთესად მუშაობს“

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე თბილისის მერს კოალიციის ლიდერებმა საკრებულოს კომისიების, ფრაქციების ხელმძღვანელების, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის შემადგენლობით ქალაქის ფორმატში პოლიტსაბჭოს შექმნა შესთავაზეს,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ისაუბრა.
„ შენიშვნები ქალაქის მეურნეობასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს, თუმცა მერია თავის შესაძლებლობების ფარგლებში გზების თუ სხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მუშაობას აწარმოებს, ბოლო პერიოდში მერია ბევრად უკეთესად მუშაობს. მერიის სამსახურების და კადრების დალაგებას გარკვეული პერიოდი დასჭირდა. ჩვენ გვქონდა წინადადება, რომ ასეთივე პოლიტსაბჭო საკრებულოს კომისიების, ფრაქციების ხელმძღვანელების, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის შემადგენლობით ქალაქის ფორმატშიც ჩამოყალიბდეს. შეხვედრები პოლიტსაბჭოს ფორმატში ხშირად ტარდება, იქნება ეს ქალაქის ხელმძღვანელობასთან თუ სამინისტროებთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები