შსს-ს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ეწვია

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ ანჯელო გნედინგერს და მის კოლეგებს შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება განიხილეს. საუბარი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს შეეხო.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები