გვარამია – გალის რაიონის ყველა სკოლა აფხაზურ სტანდარტზე გადავა
ოკუპირებული აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის დიმიტრი გვარამიას განცხადებით, გალის რაიონის ყველა სკოლა აფხაზურ სტანდარტზე უნდა გადავიდეს. ამის შესახებ მან სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა. მისი თქმით, სოხუმისთვის მიუღებელი არ არის, რომ ამ სკოლებში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს, არამედ ის, რომ სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლების სამინიტროს მიერ არის შედგენილი.
„სახელმძღვანელოები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ არის შედგენილი, გარკვეულ იდეოლოგიურ მიმართულებას ატარებს და ის აფხაზეთის მოქალაქეებისთვის არა მარტო მავნე, არამედ სახიფათოც არის“, – აცხადებს გვარამია.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა პედაგოგების მომზადებაა, რომელთა შორის ბევრი რუსულ ენას არც კი ფლობს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ის გალის რაიონის ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვას არ აპირებს.