გალის რაიონის სოფლებში ქართული სახელმძღვანელოები იკრძალება

გალის რაიონის სოფლებში ქართული სახელმძღვანელოები იკრძალება. ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო ხელისუფლება 11 სოფელში სწავლების აფხაზური სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის დეფაქტო განათლების მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამიამ გააკეთა. გადაწყვეტილების მოტივად ქართულ სახელმძღვანელოებში ანტიაფხაზური პროპაგანდა დასახელდა. ხელისუფლება ამ განცხადებას, გალის ქართული მოსახლეობის უფლების შეზღუდვად აფასებს, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები