ვახტანგ კაპანაძე თინა ხიდაშელის გარბენით გაოცებულია

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მარათონის გარბენში “ერთად ვიმარჯვებთ” მონაწილეობა მიიღო. თავდაცვის მინისტრმა მარათონის გარბენში “ერთად ვიმარჯვებთ” მონაწილეობა. რაც დადებითი, საამაყო, სასარგებლოა ამ ადამიანებთან ერთად გარბენში მონაწილეობა, – აღნიშნა მინისტრმა.
“დადებითი, საამაყო, სასარგებლოა ამ ადამიანებთან ერთად გარბენში მონაწილეობა. იმის ჩვენება ყველასთვის, რომ ყველა ერთნი ვართ. როდესაც ასეთ მიზანს ვემსახურებით ჩვენ ადამიანობა გვათანასწორებს. ყველა თანაბარი ადამიანები ვართ, იმის მიუხედავად, სავიზიტო ბარათზე დღეს ვის რა გვაწერია. სასიამოვნოა ყოველთვის ამ ადამიანების გვერდით დგომა. მათი მეგობარი და გულშემატკივარი ვარ. როგორც არ უნდა გამიჭირდეს, მზად ვარ, ვიყო მათ გვერდით”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მარათონი და მინისტრის მონაწილეობა შეაფასა. მისი თქმით, თინა ხიდაშელმა 5,5 კილომეტრი ირბინა და ამით იგი გაოცებულია.
“იმედია, ყველამ ისიამოვნა. ლამაზი საჩუქარი მივუძღვენით თბილისს და ჩვენს მებრძოლ ბიჭებს. ეს არის ჩვენი ბიჭების გვერდზე დგომის გამოხატვა. ის, რაც დღეს ქართველებს და საქართველოს სჭირდება, არის ჯანსაღი ცხოვრება”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები