დავით ნარმანია დღევანდელ აქციას გამოეხმაურა
ჩვენ ქალაქის მოწესრიგებულად განვითარების მომხრეები ვართ , – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს გამართულ აქციას.
“იმისათვის, რომ დედაქალაქში ყველაფერი მოწესრიგებული ფორმით იყოს, ჩვენ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ქალაქის მოწესრიგებულად განვითარების მომხრეები ვართ და აბათილებს ყველა იმ მოწოდებას, ყველა იმ პროტესტს, რასაც ხშირ შემთხვევაში უაზროდ გამოხატავენ ცალკეული ორგანიზაციების წარმომადგენლები”, – განაცხადა ნარმანიამ.
დღეს თბილისის საკრებულოს შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და აბანოთუბნისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეები მწვანე საფარის განადგურების აკრძალვასა და ურბანული განვითარების პოლიტიკას მოითხოვდნენ.