ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 7 ივნისს აჭარას ეწვევა. პრემიერი ბათუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “ლეო გრანდს” გახსნის. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი კლასის სასტუმროში 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 182-ნომრიან სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრია განთავსებული. სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდება.
აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ორბი ჯგუფის” ახალი პროექტის Orbi Beach Tower-ის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. 39 სართულიანი, 785 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულია 400 ადამიანი, მშენებლობის დასრულების შემდგომ კი 200 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის მარტში დაიწყო და 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები