მურატ ჯიოევი – დევნილების საკითხის გადაწყვეტაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც უნდა მონაწილეობდნენ

გაეროს მიერ დევნილებთან დაკავშირებით მიღებული მორიგი რეზოლუცია ვერაფერს შეცვლის, ვინაიდან ის რეალობას მოწყვეტილია. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა დევნილებთან დაკავშირებით გაეროს ბოლო რეზოლუციის კომენტირებისას სააგენტო „რეს“-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია, საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და შემდეგ დევნილების საკითხის მოგვარება „საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით“.

ჯიოევი აცხადებს, რომ გაერო ჰუმანიტარულ საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ვინაიდან ეს ორგანიზაცია კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს. „სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა იმ სახელმწიფოს ნაწილი, რომელსაც საქართველო ჰქვია“, – აცხადებს ჯიოევი „რეს“-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები