საერთაშორისო კონკურს „ალიანტეს“ ეროვნული ფინალი გაიმართა

საველე-საწვრთნელ ბანაკში „პალდო“ საერთაშორისო კონკურს „ალიანტეს“ ეროვნული ფინალი გაიმართა. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სერჟანტებმა კონკურსში მონაწილე 25 გუნდიდან ფიზიკური გამძლეობის მიხედვით 6 საუკეთესო გამოავლინეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა ყველა კონკურსანტს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატება უსურვეს.
„ალიანტეს“ წლევანდელი ეროვნული ფინალი აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპული კურსანტის ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ კონკურსის გამარჯვებული იყო. გამარჯვებული გუნდები ლიტვაში გაემგზავრებიან და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფინალში იასპარეზებენ. ლიტვაში გამოვლენილი საუკეთესო 5 გუნდი, პირველად კონკურსის ისტორიაში, საქართველოში იმოგზაურებს.
ახალგაზრდები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებს ესტუმრებიან და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან გამართავენ შეხვედრებს. პროექტი „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს“ ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები