დევდორაკის ხეობაში სტიქიის პრევენციის მიზნით სპეციალისტები მუშაობენ
სტიქიური უბედურების პრევენციის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დღეიდან მყინვარ დევდორაკსა და მდ. ამალის ხეობაში მონიტორინგს განახორციელებენ.
სპეციალისტთა ჯგუფმა სასაზღვრო პოლიციის დახმარებით, მყინვარწვერის ჩრდილო – აღმოსავლეთ კალთაზე საცხოვრებელი ვაგონი განათავსა. ისინი მონიტორინგს იქამდე გააგრძელებენ, სანამ ავტომატიზირებული ადრეული შეტყობინების სისტემა არ დამონტაჟდება. აღნიშნული მონიტორინგი მინიმუმადე დაიყვანს სამხედრო გზაზე მოძრავი როგორც ადგილობრივი, ასევე ტრანზიტული ტრანსპორტის მძღოლებისა და ლარსის სასაზღვრო- გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.