ოკუპირებული აფხაზეთი და რუსეთის ფედერაცია ნაციონალური სისტემების აკრედიტაციის შეთანხმებას აფორმებენ
ოკუპირებული აფხაზეთი და რუსეთის ფედერაცია გეგმავენ შეთანხმების გაფორმებას ნაციონალური სიტემების აკრედიტაციის საკითხში.
როგორც სააგენტო ‘სპუტნიკი“ იუწყება, შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ რუსეთის აკრედიტაციის სამსახური და ოკუპირებული აფხაზეთის სტანდარტების და ტექნიკური ზედამხედველობის კომიტეტი.
როგორც „სპუტნიკს“ აფხაზეთის ე.წ. სტანდარტების და ტექნიკური ზედამხედველობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ნატალია შოხინამ განუცხადა, ამ შეთანხმების შედეგად საბითუმო მოვაჭრეებს გაუადვილდებათ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრის გადაკვეთა და საათობით საზღვარზე დგომა არ მოუწევთ.
მისი განცხადებით, ამ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ აფხაზეთში და რუსეთში ერთიანი სეტიფიკატები იმოქმედებს. „როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის ლაბორატორიები რუსეთის ფედერაციის რეესტრში შევა, ექსპორტიორს რუსეთის ტერიტორიაზე სერტიფიცირების ორგანოს მოძიება არ მოუწევს და ყველა საბუთს აფხაზეთშივე მიიღებს“, – აცხადებს შოხინა.