რაბათის ციხეზე ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი მიმდინარეობს
ამ წუთებში ახალციხეში, რაბათის ციხეზე ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი მიმდინარეობს. უმცროს ოფიცერთა, ტანკის მეთაურთა და მექანიზებულ სპეციალისტთა მსმენელებს კურსების წარმატებით დასრულებას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ულოცავენ.