პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური თანამდებობიდან გადააყენა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური თაიმურაზ მამსუროვი თანამდებობიდან გადააყენა. რეგიონის ხელმძღვანელის დროებით შემსრულებლად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრი ტამერლან აგუზაროვი დაინიშნა. ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელს კონსტიტუციის მიხედვით რესპუბლიკის პარლამენტი ირჩევს. ამისთვის მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა პუტინმა უნდა წარადგინოს. თაიმურაზ მამსუროვი ჩრდილოეთ ოსეთს 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები